დღეს ვიყავი კინოთეატრ ამირანში Cirque du Soleil-ზე. საკმაოდ სანახაობრივი ფილმია, თავად ეს საცირკო დასი საოცრებაა, მხოლოდ 2010 წელს მზის ცირკის წლიურმა შემოსავალმა $850 მილიონი შეადგინა. ფილმში საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, დანარჩენი კი კინემატოგრაფის ოსტატობაა. თუმცა, როგორც ბოლო დროის ბევრი სხვა ფილმი ისიც 3D არის.
3D მსგავს ფილმებში საინტერესო ეფექტებს ჰქმნის, თუმცა მისგან თვალები მტკივდება; არ ვიცი ეს ჩვენი კინოთეატრების პროექტორის ან სათვალის თუ ჩემი თვალების ბრალია, მოკლედ ამ მიზეზის გამო კინოში ხშირად ვერ დავდივარ. (more…)



